Error
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგი  პროკურატურაში 18:00 საათზე დაიწყება. მთავარი პროკურატურა, სავარაუდოდ, იმ პროცედურებს განმარტავს, რომელსაც კანონმდებლობა მოწმის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს. მიხეილ სააკაშვილი უწყებაში დღეს, 27 მარტს,13:00 საათისთვის იყო დაბარებული, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოსულა.
Print