Error
პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-საქართველოს ურთიერთობებს განიხილავენ
ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის საქართველოსთან ურთიერთობას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ამასთან, როგორც ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მთავარი თემები იქნება - ნატო-ს უკრაინისადმი მხარდაჭერა და ალიანსის რუსეთთან ურთიერთობები. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრები ასევე განიხილავენ ავღანეთში შექმნილ ვითარებას. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ნატო-ს კომისიის სხდომა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიღებს მონაწილეობას. ნატო-ს მინისტერიალი ბრიუსელში ორ დღეს გასტანს.
Print