Error
პოლიტიკა
ნატომ რუსეთთან სამხედრო და სამოქალაქო თანაშრომლობა შეაჩერა
ნატომ რუსეთთან ყველა სახის სამხედრო და სამოქალაქო თანაშრომლობის შეჩერების შესახებ განაცხადა. აღნიშნულის მიზეზი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და ანექსია გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნა მიღებული. სპეციალურ განცხადებაში ალიანსმა მოუწოდა რუსეთს დაუბრუნდეს „საერთაშორისო სამართლის ნორმებს". ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხდა, რომ „ამიერიდან ნატოსა და რუსეთის ურთიერთობები ვერ იქნება ისეთი როგორიც ადრე იყო". მან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას ევროპის უსაფრთხიოებისთვის ყველაზე სერიოზული საშიშროება უწოდა და აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეებს აქვთ შესაძლებლობა დაიცვან თავი ნებისმიერი საფრთხისგან.
Print