Error
პოლიტიკა
ყირიმში უკრაინელი ოფიცერი მოკლეს
ყირიმში რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ოფიცერი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას censor.net ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით , სამხედროებს შორის დაპირისპირება პირადი უთანხმოების ნიადაგზე მოხდა. "უკრაინელ ოფიცერსა და რუს სამხედროებს შორის დაპირისპირება პირადი უთანხმოების ნიადაგზე მოხდა. რუსი სამხედროები შეიარაღებულები იყვნენ, უკრაინელი ოფიცერი კი არა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. ამასთან, თვითმხილველთა განცხადებით, სასტიკად ნაცემია კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო.
Print