Error
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ოთხ სახელმწიფოში ელჩების დანიშვნის განკარგულებებს მოაწერა ხელი
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ოთხ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერილი განკარგულებების მიხედვით, 2014 წლის 1-ელი მაისიდან სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება ზურაბ ბექაია, 2014 წლის 1-ელი ივნისიდან წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება თამარ გრძელიძე, 2014 წლის 2 ივნისიდან ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება როლანდ ბერიძე, ხოლო, 2014 წლის 3 აპრილიდან ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლევან ნიჟარაძის დანიშვნის შესახებ.  
Print