Error
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებს 6000-6000 ლარს გადასცემს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ხვდება. შეხვედრაზე ქვეყნის პირველი პირი დაღუპულ გმირების ოჯახებს, სამშობლოს წინაშე გამოჩენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებს გადასცემს. ჯილდოსთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები სიმბოლურად 6000-6000 ლარს მიიღებენ. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
Print