Error
პოლიტიკა
აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებში 100-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში მორიგი წვრთნები მიმდინარეობს. სააგენტო "აპსნიპრესის" ინფორმაციით, ტაქტიკურ-სპეციალური სწავლება , რუსეთის სამხედრო ბაზის სამედიცინო განყოფილების მონაწილეობით, აფხაზეთის მთიან ნაწილში მიმდინარეობს. მასში 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. სწავლება სამხედრო ექიმების მიერ საომარი მოქმედებების არეალში 100-კილომეტრიანი მარშის განხორციელებას ითვალისწინებს. ამასთან, თანამედროვე სამხედრო ბრძოლის გარემოების შექმნის მიზნით, სწავლებაში პირველად მოტომსროლელი ბრიგადაცაა ჩართული.
Print