Error
პოლიტიკა
უკრაინული მედია - კიევს ჯოზეფ ბაიდენი ესტუმრება
22 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კიევს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბაიდენი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ამასთან, ატლანტიკური საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა ჯეიმონ უილსონმა "ტვიტერზე" ბაიდენის უკრაინაში მომავალი ვიზიტის შესახებ დაწერა, რომ "საუკეთესო ანტიკრიზისული მენეჯერი გაემგზავრება უკრაინაში", რათა შეაჩეროს მოსკოვის ქმედებები და დაეხმაროს უკრაინას აყვავებაში.
Print