Error
პოლიტიკა
აძვში მოსახლეობას ეკლესიისა და სასაფლაოების ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას არ აძლევენ
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ აძვში მოსახლეობა ეკლესიისა და სასაფლაოების ტერიტორიაზე გადაადგილებას ვერ ახერხებს. იმის მიუხედავად, რომ პირობითი საზღვარი მავთულხლართებით გავლებული არ არის, რუსი მესაზღვრეები მოსახლეობას საზღვრის მანიშნებელთან მიახლოებას უკრძალავენ. საოკუპაციო საზღვრის ზოლში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სოფლის სასაფლაოს ნაწილი მოექცა. გორისა და ატენის ეპარქიის წინამძღვარი, მღვდელმსახურებთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მივიდა და ტაძარი მოინახულა. მეუფემ მხარეებს მოუწოდა, მოხდეს მოლაპარაკება, რათა ადგილობრივებმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოსა და ტაძარში შესვლა შეძლონ.
Print