Error
პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტი დღეს პირდაპირ ეთერში უპასუხებს მოქალაქეებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს პირდაპირ ეთერში უპასუხებს მოქალაქეთა შეკითხვებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაახლოებით 2 მილიონი შეკითხვაა შესული. ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის პროგნოზით, მთავარი თემები იქნება - ყირიმი და უკრაინა, აგრეთვე ტრადიციული სოციალური პრობლემები. წელს პირველად იქნება შესაძლებელი რუსეთის პრეზიდენტს არა მხოლოდ წერილობით, არამედ სატელეფონო, ან ვიდეო-ჩართვის გზითაც დაუსვან შეკითხვები. შეკითხვები ერთი კვირის განმავლობაში გროვდებოდა. ე.წ. „პირდაპირი ხაზი პრეზიდენტთან“ მე-12-ჯერ ეწყობა. მისი ხანგრძლივობა წინასწარ უცნობია. გასულ წელს ვლადიმირ პუტინი პირდაპირ ეთერში 4 საათისა და 48 წუთის განმავლობაში პასუხობდა შეკითხვებს. რუსეთის პრეზიდენტის 17 აპრილის გამოსვლა ყველა სახელმწიფო ტელე და რადიოკომპანიის ეთერით გადაიცემა.
Print