Error
პოლიტიკა
ნატო ბალტიის ზღვაში სამხედრო ხომალდებს გაგზავნის
ნატო თავისი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების თავდაცვის აქტივიზაციის მიზნით, ბალტიის ზღვაში ხუთ სამხედრო ხომალდს გააგზავნის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს განცხადებაშია ნათქვამი. სწრაფი რეაგირების საზღვაო ჯგუფი ნორვეგიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ესტონეთის ხომალდებისგან შედგება. რამდენიმე დღის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი კრიზისის პასუხად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთის საზღვრებზე პატრულირებას გააძლიერებს. მისივე თქმით, პატრულირება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით მოხდება.
Print