Error
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი -რუსულმა მხარემ სამი ქართველი მზვერავი გაათავისუფლა
რუსეთმა ჯაშუშობაში ბრალდებული სამი ქართველი მზვერავი გაათავისუფლა. დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანი რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქართველი მზვერავი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ გაათავისუფლეს. „ჩემი ინფორმაციით, სამი ადამიანია გათავისუფლებული. ეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ დადასტურდა. მათი ვინაობა ჩემთვის ცნობილია, მაგრამ ოჯახების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი დასახელებისაგან თავს შევიკავებ. მაგრამ ეს პროცესი რომ დასრულებულია, ჩემთვის ცნობილია“, _ განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისივე განმარტებით, აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრის შემდეგ ერთი ქართველი მზვერავი გაათავისუფლეს, მანამდე კი უკვე ორი იყო გათავისუფლებული.
Print