Error
პოლიტიკა
გაძლიერებული ოცეული ავღანეთიდან დაბრუნდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული საქართველოში დაბრუნდა. შავნაბადის ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის საერთაშორისო მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ქაბულში, ბაზა „ფენიქსზე“ 8 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ამერიკული ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. ISAF-ის მისიაში მყოფი მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ამავე ბატალიონის ოცეულმა ჩაანაცვლა. უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონია ბაზა „ფენიქსზე“ ერთი კვირის წინ გაიმართა.
Print