Error
პოლიტიკა
უკრაინელ სამხედროებსა და შეიარაღებულ ექსტრემისტებს შორის შეტაკება მოხდა
დონეცკის ოლქის ქალაქ არტემოვსკში უკრაინელ სამხედროებსა და შეიარაღებულ ექსტრემისტებს შორის შეტაკება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა შეიარაღებული ექსტრემისტების თავდასხმა მოიგერიეს, რომლებიც წუხელ, გვიან ღამით, იარაღის საწყობს თავს დაესხნენ. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, იარაღის საწყობზე შეტევა რამდენიმე ათეულმა  ექსტრემისტმა მიიტანა, რომლებიც ავტომატებითა და ყუმბარმტყორცნებით იყვნენ შეიარაღებული. ამასთან, ტიმჩუკის ცნობით, შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი.   http://www.unian.net/  
Print