Error
პოლიტიკა
გერმანია რუსეთს სამხედრო პროდუქციას არ მიაწოდებს
გერმანიამ, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, სამხედრო დანიშნულების პორდუქციის რუსეთში ექსპორტი აკრძალა. 5 მილიონი ევროს ღირებულების საქონლის მიწოდების 69 მოთხოვნა უკვე დაიბლოკა, იტყობინება Deutsche Welle-ს რუსული სამსახური, გაზეთ Süddeutsche Zeitung-ზე დაყრდნობით. არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რა პროდუქციაზეა საუბარი, თუმცა გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს იარაღი არ არის. რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდება იმ შემთხვევაშიც დაიბლოკება, თუ მის ექსპორტზე თანხმობა აკრძალვის შემოღებამდე იქნა გაცემული.
Print