Error
პოლიტიკა
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი არ დააკამყოფილა და ცესკო-ს 22 აპრილის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ცესკო-ს 22 აპრილის გადაწყვეტილებით კი, გაუქმდა გორის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად იყო დარეგისტრირებული. ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლოში სწორედ ეს გადაწყვეტილება ჰქონდა გასაჩივრებული. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქრუაშვილის რეგისტრაციის საკითხი მას შემდეგ განიხილა, რაც "სამართლიანი საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა, სერგო ჯავახაძემ გორის საოლქო კომისიის განკარგულება გაასაჩივრა, იმ მოტივით, რომ ირაკლი ოქრუაშვილს, კანონის შესაბამისად, ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია.
Print