Error
პოლიტიკა
ალექსანდრე ტურჩინოვმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს მოაწერა ხელი
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. კანონის თანახმად „დროებით ოკუპირებული ტერიტორია არის უკრაინის განუყოფელი ნაწილი, რომელზეც უკრაინის კონსტიტუცია და კანონები ვრცელდება",- წერს უკრაინული მედია. მოცემული კანონის მიხედვით უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა: ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია და ქალაქი სევასტოპოლი, შიდაწყლები და უკრაინის ტერიტორიული ზღვა. წყალქვეშა სივრცე ტერიტორიული ზღვის ფარგლებში, საჰაერო სივრცე, რომელიც მოცემული ტერიტორიის თავზეა.
Print