Error
პოლიტიკა
საქართველოს ხვალ ჯეიმს აპატურაი ეწვევა
საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდება. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება, რომლის შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
Print