Error
პოლიტიკა
დონეცკში SkyNews-სა და CBS-ის გადამღები ჯგუფები დაიკარგნენ
დონეცკის ოლქში ტელეკომპანია SkyNews-სა და CBS-ის გადამღები ჯგუფები დაიკარგნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მედია-კომპანიების თანამშრომლებთან კავშირის მას შემდეგ გაწყდა, რაც ისინი დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკას რეგიონში გაემართნენ. ჟურნალისტების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ამასთან, დღეს დილით სეპარატისტებმა სლავიანსკში ამერიკული გამოცემა Buzzfeed-ის ჟურნალისტი მაიკ ჯილიო და თარჯიმანი ელენა გლაზუნოვა გაიტაცეს. უკრაინის მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკრაინის აღმოსავლეთით მასმედიის 18 თანამშრომლობის გატაცების ფაქტი დაფიქსირდა. www.unian.net
Print