Error
პოლიტიკა
ქაიროში მასობრივი არეულობა გრძელდება
მეორე დღეა სირიაში გრძელდება პროტესტი, რომლის საბაბი ისლამისა და წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცმყოფელი ამერიკული ფილმი გახდა.დემონსტრანტების გამოსვლა ისევ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.აგრესიულად განწყობილმა ბრბომ ქვები და ცეცხლმოკიდებული ბოთლები დაუშინა აშშ- ის  საელჩოსთან მყოფ პოლიციელებს. 13 სამართლადმცავი დაიჭრა.საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა  თავდამსხმელების წინააღმდეგ. მოძრაობამ "ძმები მუსულმანები“ მოუწოდა თავის მომხრეებს 14 სექტემბერს , პარასკევის ლოცვის შემდეგ , მასობრივ საპროტესტო აქციებზე გამოსვლისაკენ, მუჰამედ წინასწარმეტყველზე გადაღებული ფილმის ჩვენების საწინააღმდეგოდ. მასობრივი არეულობა ტუნისშიც მოხდა, სადაც რამდენიმე საათიანი მშვიდობიანი დემონსტრაციის შემდეგ გააფთრებული ბრბო აშშ-ის საელჩოში შეღწევას  შეეცადა.   მომზადებულია BBC- ის მასალების მიხედვით
Print