პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ჯარს სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წვევამდელთა ფიცის ჩაბარების გარდა ჯარს სიტყვითაც მიმართავს, - ამის შესახებ  საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა. "გიორგი მარგველაშვილი არა მარტო ჩაიბარებს წვევამდელთა ფიცს, არამედ მიმართავს ჯარსა და საზოგადოებას. მას ექნება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კონსტიტუციით გათვალისწინებული საპრეზიდენტო მიმართვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი კონსტიტუციური მოწყობისა და სახელმწიფოებრივი მმართველობის. თავისთავად პრემიერსაც ექნება ამის შესაძლებლობა", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
Print