Error
პოლიტიკა
დონბასის ბატალიონზე თავდასხმისას 9 სამხედრო დაიჭრა
სულ მცირე 9 სამხედრო დაიჭრა დონეცკის ოლქის სოფელ კარლოვკაში დონბასის ბატალიონზე თავდასხმის შედეგად. Unian-ის ინფორმაციით , დონბასის ბატალიონი ტერორისტთა ალყაშია. "ბატალიონის წინააღმდეგ მომართულია სნაიპერები და ავტომატები. არიან დაჭრილები, მაგრამ ბატალიონის წევრები უკანდახევას ვერ ახერხებენ, რადგან ალყაში არიან. ახლომდებარე სამხედრო ნაწილების დახმარებას ვითხოვთ", - განაცხადა დონბასის ბატალიონის ერთ-ერთმა მეთაურმა სიმიონ სემენჩენკომ. ამასთან, ბოლო ინფორმაციით, დაჭრილები უკვე მოთავსებული არიან საავადმყოფოებში.
Print