Error
პოლიტიკა
ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს. ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება 27 ივნისს გაფორმდება.
Print