Error
პოლიტიკა
სასამართლომ უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერება არაკონსტიტუციურად ცნო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მის უფლებამოსილების შეჩერებას უკავშირდებოდა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ”საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას”. საუბარია თანამდებობაზე არჩეული პირის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაყენებასა და ამ პროცედურის ზეპირი მოსმენის გარეშე წარმართვაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო. სასამართლო განაჩენის გამოცხადებას თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი, გიგი უგულავაც მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფები ტაშით შეხვდნენ. როგორც ცნობილია,გიგი უგულავა დედაქალაქის მერის თანამდებობიდან თბილისის საქალაქო სასმაართლომ გაათავისუფლა.
Print