Error
პოლიტიკა
რუსთავის ინციდენტი - განცხადებები "ნაცმოძრაობასა" და ცესკო-ში
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის კანდიდატი მმართველ გუნდს წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.   მამუკა ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და რუსთავში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ფოტომასალა წარადგინა. მისი შეფასებით, კადრებში დაფიქსირებულნი არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებმაც სიტუაციის პროვოცირება მიზანმიმართულად მოახდინეს. "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის კანდიდატი ინიციატვიოთ გამოდის და "ქართული ოცნების" კანდიდატ დავით ჯიქიას სატელევიზიო დებატებში იწვევს. რუსთავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. თამარ ჟვანია ყველა საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს მიმართავს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რომელიც შეიცავს საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის მცდელობას და აზიანებს საარჩევნო გარემოს, თავისუფალ, კონკურენტულ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას. "2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში. ცესკო-ს თავმჯდომარე მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესის მიმდინარეობას და უზრუნველყონ აღნიშნული მიზნის ეფექტური განხორციელება.
Print