პეტრე პოროშენკომ, რომელიც exit poll - ის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში იმარჯვებს, განაცხადა,რომ კიევის მერობისთვის ბრძოლაში გამარჯვება ვიტალი კლიჩკომ მოიპოვა. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩვენები ჩატარდა. Exit poll-ის მონაცემებით, პეტრე პოროშენკომ ამომრჩველების ხმათა 50 პორცენტი დააგროვა და სახელმწიფოს ახალი მეთაური გახდა. «ჩვენ გვაქვს შიდა კვლევების შედეგები, რომელთა თანახმად კიევს უკვე ჰყავს თავისი მერი, და ეს ვიტალი კლიჩკოა», – თქვა პოროშენკომ.
სოციალური გამოკითხვების თანახმად, კლიჩკო კიევში ჩატარებული კამპანიის ფავორიტი იყო. ეს ცნობილი მოკრივის მეოთხე მცდელობაა, გახდეს უკრაინის დედაქალაქის მერი. კლიჩკოს წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი – ცვლილებები კიევიდან დაიწყება. დედაქალაქის მერის პოსტზე ყოფნისას, თვის მთავარ ამოცანად კლიჩკო ქალაქის ახალი გენერალური გეგმის დამტკიცებას და დედაქალაქზე ახალი კანონის მიღებას მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები