Error
პოლიტიკა
დონეცკში სპეცოპერაციის დროს 30 ადამიანი დაიღუპა
პრორუსული სეპარატისტების მონაცემებით, დონეცკის აეროპორტში გუშინ მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად 30ადამიანია მოკლული . უკრაინელი ძალოვანების შეტევის შედეგად სეპარატისტებმა უკან დაიხიეს. სპეცოპერაცია მას შემდეგ გაგრძელდა, რაც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრე პოროშენკოს გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი . ორშაბათს, პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ მხარს უჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციას, თუმცა თვლის, რომ ის " უფრო ეფექტური უნდა იყოს და უფრო მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს". დღეს დილით დონეცკის საერთაშორისო აეროპორტში შეიარაღებული დაპირისპირება შეჩერდა. უკრაინის სამხედრო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, პრო-რუსულად განწყობილი მეამბოხეების მხარეს დიდი დანაკარგია. მეამბოხეებმა დონეცკის აეროპორტზე იერიში მიიტანეს 26 მაისს, დილით. ამას მოჰყვა შეტევა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან, საჰაერო ტექნიკის გამოყენებით. „ასოშიეითედ პრესის“ ინფორმაციით, ორშაბათს საღამოსთვის ბრძოლის არეალი აეროპორტს გასცდა და მიმდებარე ტერიტორიებიც მოიცვა.
Print