Error
პოლიტიკა
სასამართლომ ახმედ იმამყულიევი გამგებლობის კანდიდატად დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ იმამყულიევი მარნეულის გამგებლობის კანდიდატად დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. იმამყულიევი "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატია. იმ მოტივით, რომ საქართველოში ბოლო 2 წლის მანძილზე არ უცხოვრია, საოლქო სასამართლომ იმამყულიევი რეგისტრაციიდან მოხსნა, რაც ცესკო-მ ძალაში დატოვა. ამასთან, სწორედ ამ ფაქტის გამო ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მარნეულში ჩავიდნენ, სადაც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დაპირისპირება მოხდა. გარდა ამისა, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი აცხადებდა, რომ იმამყულიევის კანდიტაურის მოხსნას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ითხოვდა.
Print