Error
პოლიტიკა
პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა
პრეზიდენტის მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა, შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "გათავისუფლდეს ივანე მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის - საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან 2014 წლის 13 ივნისიდან საკუთარი ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე" - ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს გამოქვეყნებული კიდევ ერთი ბრძანებულების მიხედვით, თანამდებობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა აბაშიძემაც დატოვა, გადადგომის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
Print