Error
პოლიტიკა
ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკების 28-ე რაუნდი
ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა დისკუსიის 28-ე რაუნდი, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება დატოვეს სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა. ორდღიანი მოლაპარაკება დაიწყო 17 ივნისს,  ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლების შუამავლობით. სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა, რუსეთის წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მხარდაჭერით, დღის წესრიგიდან  იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების საკითხის ამოღება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ თბილისი ამ საკითხის „პოლიტიზებას“ ახდენს. ჟენევის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი 7-8 ოქტომბერსაა  დანიშნული.
Print