Error
პოლიტიკა
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა თბილისში საზეიმოდ აღინიშნება
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა თბილისში საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ამ თარიღს კონცერტი მიეძღვნება, რომელიც 27 ივნისს 21.00 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება. მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში 27 ივნისს, ადგილობრივი დროით 09.00 საათზე გაიმართება. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს, რის შემდეგაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ნაწილი უკვე ბრიუსელში იმყოფება და მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობს.
Print