Error
პოლიტიკა
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ჟოზე მანუელ ბაროზო და ჰერმან ვან რომპეი მოაწერენ
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან ხელს ევროკავშირის ხელმძღვანელობა მოაწერს. როგორც ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, ესენი იქნებიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი. საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია 27 ივნისს, ბრიუსელში, ადგილობრივი დროით, 09:00 საათზე გაიმართება.
Print