Error
პოლიტიკა
უგულავას ადვოკატები წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებენ
გიგი უგულავას ადვოკატები თბილისის ყოფილი მერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებენ. ადვოკატებს სააპელაციო სარჩელი მზად აქვთ. გასაჩივრების 48-საათიანი ვადა დღეს იწურება, შესაბამისად, ზემდგომ ინსტანციაში აპელაცია დღის ბოლომდე უნდა შევიდეს. შეგახსენებთ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პირველ ინსტანციაში დაკავებული გიგი უგულავასთვის ადვოკატები გირაოს ითხოვდნენ.
Print