Error
პოლიტიკა
საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა
საქართველოს ორ დღეში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა დღეს, სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში მიმდინარე სემინარის "ნატო-ს პოლიტიკა და დღის წესრიგი" გახსნისას განაცხადა. პეტრიაშვილის თქმით, აპატურაის ვიზიტის ფარგლებში, უელსის სამიტზე საქართველისთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის შეთავაზების საკითხს განიხილავენ. ნატო-ს სამიტი უელსში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება. ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღნიშნულ სამიტზე საქართველოს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს შესთავაზებს, რაც ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
Print