Error
პოლიტიკა
ცესკო საარჩევნო ბარათების დარიგებას დღეიდან დაიწყებს
ცესკო საარჩევნო ბარათების დარიგებასა და ბიულეტენების ბეჭდვას დღეიდან დაიწყებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა. "საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის იმისთვის, რომ თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მეორე ტური ჩაატაროს. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას საარჩევნო ადმინისტრაცია ორშაბათიდან იწყებს. ასევე, უკვე დაბეჭდილია ამომრჩეველთა ბარათები, რომელთა დარიგება და დისტრიბუცია 8 ივლისიდან დაიწყება", - აღნიშნა ეკა აზარაშვილმა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება.
Print