Error
პოლიტიკა
13 ივლისს საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სახელმწიფო დროშები დაეშვება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 10-11 ივლისს სამძიმრის წიგნი გაიხსნება.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური კორპუსი პრეზიდენტ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის როლი „ცივი ომის“ ეპოქის დასრულებასა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის დამკვიდრებაში. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირებაში და დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის ადგილი საერთაშორისო თანამეგობრობაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მისი გარდაცვალების გამო თანაუგრძნობს.
Print