Error
პოლიტიკა
ყველა თვითმმართველ ქალაქში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს
ცესკო-მ არჩევნების მეორე ტურზე თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატების ხმების დათვლა დაასრულა. ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით , თბილისში 727 უბნიდან,  დავით ნარმანიამ 72.47% მიიღო, ნიკანორ მელიამ  - 27.53%. ამასთან, ყველა თვითმმართველ ქალაქში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს."ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს თელავში 16 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა პლატონ კალმახელიძემ ამომრჩეველთა 70.61%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ალექსი ძულიაშვილმა 29.39% მიიღო. რუსთავში 84 უბნის მონაცემებით "ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით ჯიქიამ 64.77%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა 35.23% მიიღო. მცხეთის 6 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ 62.99%, ხოლო "გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტიის" კანდიდატმა დავით მაჩხანელმა 37.01% მიიღო. გორის 32 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა 62.23%, ხოლო "ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის" კანდიდატმა კახაბერ ერგემლიძემ 37.77% მიიღო. ოზურგეთში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 58.9%, ხოლო "დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა შოთა გოგიბერიძემ 41.1% მიიღო. ფოთში 32 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ირაკლი კაკულიამ 72.38%, ხოლო "დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა უშანგი გეგენავამ 27.62% მიიღო. ბათუმში 101 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ერმაკოვმა 77.29%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი დიასამიძემ 22.71% მიიღო.
Print