Error
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს და მის ახლობლებს უსამძიმრებს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ბათუმში , ელისო ბოლქვაძის კონცერტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებლად, უსწრაფესად უნდა მოხდეს ტრაგიკული ფაქტის გამოძიება. მისივე თქმით, "ბუნებრივია, ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს". "მინდა ბატონ ეროსის ოჯახს და მის ახლობლებს მივუსამძიმრო ეს ტრაგიკული ფაქტი. აუცილებლად, უსწრაფესად უნდა მოხდეს გამოძიება. ბუნებრივია, ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს და პირველ რიგში ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას ამ ფაქტთან დაკავშირებით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით ის არ ფლობს.
Print