Error
პოლიტიკა
პრემიერმა მინისტრობის კანდიდატები წარადგინა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს სოზარ სუბარი დაიკავებს, გარემოს დაცვის მინისტრი კი ელგუჯა ხოკრიშვილი იქნება.  სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრად გიორგი მღებრიშვილია წარდგენილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად - ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად - დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს კი გელა დუმბაძე  დაიკავებს. რაც შეეხება კულტურის მინისტრს, მისი კანდიდატურა ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის და მას პრემიერი უახლოეს ხანებში წარადგენს.
 შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები 21 ივლისს განხორციელდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ცვლილებების მიზანი მთავრობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდაა.
Print