Error
პოლიტიკა
დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება ბიჭვინთის ტაძრიდან ორღანის გატანას გეგმავს
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად  ბიჭვინთის ტაძრის ორღანის სხვა ადგილზე გადატანის საშუალებები უნდა გამოინახოს. მანამდე ბგანბამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ბიჭვინთის ტაძარმა თავისი პირდაპირი ფუნქცია უნდა შეასრულოს. ბგანბას განკარგულებამ აფხაზურ საზოგადოებრიობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აფხაზმა პოლიტოლოგმა ნური გაზერდავამ თავის Facebook გვერდზე დაწერა, რომ ბიჭვინთის ტაძარმა მსოფლიოში სახელი სწორედ საორღანო კონცერტებით გაითქვა. მან ამ გადაწყვეტილებას „ არადროული და დაუფიქრებელი უწოდა". "ჩვენი (აფხაზური) მართლმადიდებელი ეკლესია  ჯერ გაერკვეს საკუთარ სტატუსსა და შიდა დაპირისპირებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას კონიუნქტურული ხასიათი ექნება", —  დაწერა გაზერდავამ. X საუკუნისბიჭვინთის საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძრის უზარმაზარი სივრცე საკონცერტო დარბაზადაა ქცეული და ტაძარში წირვა-ლოცვის ნაცვლად, საორღანო და კამერული მუსიკის კონცერტები რეგულარულად იმართება.1975 წელს  ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ორღანი სწორედ ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარში დამონტაჟდა. 2001 წლიდან  ტაძარში კლასიკური მუსიკის  საერთაშორისო ფესტივალი ტარდება, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორია აფხაზი საოპერო მომღერალი, რუსეთის სახალხო არტისტი- ხიბლა გერზმავა.
Print