Error
პოლიტიკა
სააკაშვილს სახელმწიფო დაცვის სამსახურის საიდუმლო ხარჯების საქმეზე ბრალი წარედგინა
საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯებისთვის, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო, ბრალი წარედგინა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელს თემურ ჯანაშიას. პროკურატურის ცნობით, აღნიშნული პირების მიერ გაფლანგული იქნა საბიუჯეტო სახსრები, 8 მილიონზე მეტი რაოდენობის თანხა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print