PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/get_img-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის (ვიდეო)
19:05 / 02.10.2012
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის,- ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა.
"საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ". ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციის განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შევუწყობ იმას, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, მოხდეს ახალი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა, ახალი მთვარობის დაკომპლექტება.
თქვნთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო ამ კოალიციის შეხედულებები და არის. ჩვენ შორის არის ძალიან ღრმა განსხვავებები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები არის უკიდურესად მცდარი, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვტილებას და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცემთ ძალაინ დიდ პატივს", - განაცხადა სატელევიზიო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა - "ამავე დროს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მინდა ვთქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გადადის ოპოზიციაში".
მისივე თქმით, ბოლო რვა წლის მონაპოვარი "ვარდების რევოლუციის" არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის, ასევე ამ მონაპოვარმა აქცია საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნად.
"მე ღრმად ვარ დარმწუნებული, საბოლოო ჯამში, როგორი საფრთხეებიც არ უნდა შეექმნას ამ მონაპოვრებს, უახლოესი თვეების და წლების განმავლობაში, მისი მოსპობა არის შეუძლებელი" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" როგორც ოპოზიციური ძალა, იბრძოლებს საქართველოს მომავლისთვის, იმისთვის, რაც შეიქმნა კორუფციის, დანაშუალთა ბრძოლის კუთხით.
"რა თქმა უნდა, მე პატივისცემას გამოვხატავ არჩევნებში მონაწილე უმარვლესობის გადაწყვეტილების მიმართ, მაგრამ ამავე დროს მე ვეუბნები მადლობას იმ დიდი რაოდენობის ამომრჩევლებს, რომლებმაც გამოთქვეს მხარდაჭერა ჩვენი კურსის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესს, საქართველოს განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მაინც გავაგრძლებთ ბრძოლას ამ რწმენით, როგორიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღის გამოწვევა",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები