Error
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს. "ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, დღეს საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ისტორიული მომენტია. ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტს, ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა. საუბრის დასასრულს, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და საქართველოს ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ეძლევა",- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
Print