PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/saakashvili11.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი არის სავსე, როგორც არასდროს (video)
20:23 / 12.10.2012
საქართველოს ბიუჯეტი არის სავსე, როგორც არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" , მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"მე ვუყურე პროცესს გაცნობის და ჩვენი დღევანდელი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გადაცემის იმ ფონდების, რომელიც არის. საქართველოს აქვს ბევრად ნაკლები ვალი, ვიდრე ჰქონდა "ვარდების რევოლუციის" წინ. საქართველოს აქვს იმხელა რესურსები ბიუჯეტის, როგორც არასდროს არ ჰქონია ისტორიაში. სხვა რომ არაფერი შექმნან და უბრალოდ ეს რესურსები იქნას გამოყენებული, ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება. საქართველოს ბიუჯეტი არის სავსე, როგორც არასდროს. ამიტომ ახლა უნდა მოხდეს ამ ბიუჯეტის გადაბარება, მისი ქართველი ხალხისთვის, განვითარებისთვის მოხმარება. უნდა გაგრძელდეს ასევე საგარეო-პოლიტიკური, ევროატლანტიკური კურსი. ჩვენ ამას ყველანაირად შევუწყობთ ხელს. პოლიტიკოსებიც უნდა მიხვდნენ, რომ საარჩევნო კაპმანია დამთავრდა. აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა და მოვეშვათ საარჩევნო რიტორიკას, აგრესიას, რაღაც სხვა გამონათქვამებს. რეალურად დავიწყოთ იმაზე მუშაობა, რასაც ხალხმა არჩევნებზე მისცა ხმა - ეს არის პროგრესი საქართველოს და თითოეული ქართული ოჯახის",-განაცხადა სააკაშვილმა.
ამ კურსს არ აქვს ალტერნატივა ქვეყნის მომავლისთვის", -განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრაღაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე პირადად მიიწვია, სადაც მიხეილ სააკაშვილი მთავარ გამომსვლელად წარსდგება.
მასალის გამოყენების პირობები