Error
პოლიტიკა
ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა დაასახელა
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის დარჩენილ პოზიციებზე კანდიდატები დაასახელა. ეკონომოკის სამინისტროს - გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია, რომელიც მომვალაში ფინანსთა მინისტრის მოადგილე იქნება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო - დავით დარახველიძე; ენერგეტიკის სამინისტრო - კახა კალაძე; რომელიც მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად იყო დასახელებული. იგი დარჩება ვიცე-პრემიერადაც. გარემოს დაცვის სამინისტრო - ხათუნა გოგოლაძე; ჯანდაცვის სამინისტრო - დავით სერგენკო,რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა. განათლების მინისტრი–გიორგი მარგველაშვილი. ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ იგეგმება ეკონომიკის სამინისტროს შეურთება ინფრასტრუქტურას. ივანიშვილმა მინისტრობის სხვა კანდიდატების ვინაობა 8 ოქტომბერს დაასახელა.  საგარეო საქმეთა სამინისტრო - მაია ფანჯიკიძე; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - გურამ ოდიშარია. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი; თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ალასანია (ამავე დროს ვიცე-პრემიერი); იუსტიციის სამინისტრო - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების სამინისტრო - სოზარ სუბარი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დავით კირვალიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - ლევან ყიფიანი; 8 ოქტომბერსვე დასახელდა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ამირან გამყრელიძე, თუმცა მან დღეს თანამდებობაზე უარი თქვა. დიასპორას საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი; გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი.  სახელმწიფო აუდტის სამხურის გენერალურ აუდიტორი - რევაზ შავიშვილი იქნება. აქვე, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის პირველი სხდომა 21 ოქტომბერს 13 საათზე გაიმართება.
Print