პოლიტიკა
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
ჟენევის მოლაპარაკებების 29-ე რაუნდი - ქართული მხარე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის განცხადებით,ყველაზე მწვავე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების თავისუფლად გადაადგილების საკითხია. ქართული მხარე შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებაზე - მდინარე ენგურის გასწვრივ არსებული ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ იმსჯელებს. შეხვედრებზე განხილვის თემები იქნება ასევე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება, ძალის გამოუყენებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.
Print