პოლიტიკა
ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 9-10 დეკემბერს გაიმართება
განცხადებას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აკეთებს.

"ახალი შეხვედრა, აქ ჟენევაში 9-10 დეკემბერს გაიმართება. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ მანამდე მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ყველა ქვეყანას მოინახულებენ. ისინი ჩამოვლენ მოსკოვში და ჩვენ შეხვედრას გავმართავთ, იმისათვის რათა დეკემბრის დისკუსიებზე მოსამზადებელ სამუშაოებზე აზრთა ურთიერთგაცვლა მოვახდინოთ და ადგილზე გავაანალიზოთ არსებული სიტუაცია",- განაცხადა მან.

კარასინმა ასევე თქვა, რომ ჟენევაში ჩატარებული რაუნდი, "მომგებიანად განსხვავდება ყველა მონაწილეთა კონსტრუქციული განწყობებით, ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების ძიებისა და მშვიდი და პროფესიონალური მუშაობის კუთხით".

ამავე დროს, კარასინმა აღნიშნა, რომ მოსკოვის აზრით, დარეგულირების გზაზე მომავალი  წინწაწევა დამოკიდებულია "იმაზე თუ რამდენად ხანგრძლივვადიანი იქნება რეგიონში ძალადობასა და "ძალისმიერ სცენარებზე" უარის თქმა".

Print