პოლიტიკა
ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა ილიაუნის C კორპუსში მოხდა. გარდაცვლილი ქალი უნივერსიტეტის ლექტორი იყო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს უნივერსიტეტის დერეფანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

როგორც  შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Print