პოლიტიკა
პრეზიდენტმა 519 პატიმარი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 519 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის განცხადებით კომისიის დადგენილებას პრეზიდენტმა ხელი დღეს დილით მოაწერა. თევდორაძის განმარტებით, შეწყალებული 519 პატიმარიდან 50-ს სასჯელი გაუნახევრდა. ამასთან, შეწყალებულთა შორის 43 ქალია. 9 მსჯავრდებულ ქალს სასჯელი გაუნახევრდა. თევდორაძის განმარტებით, შეწყალებულთა შორის არასრულწოვანი პატიმრები არ არიან, რადგან მათი განცხადებები კომისიას არ მიუღია. მისივე თქმით, კომისიამ სულ 1400 პატიმრის საქმე განიხილა.
Print