Error
პოლიტიკა
საგამოძიებო სამსახურები თბილისის მერიის შვიდ დაწესებულებაში მუშაობენ
საგამოძიებო სამსახურები ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შვიდ დაწესებულებას ამოწმებენ. ამის შესახებ თბილისის მერიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. “ 2012 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ამ მოტივით საგამოძიებო სამსახურები დოკუმენტაციის ამოღებისა და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, შესულები არიან ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შემდეგ დაწესებულებებში და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში: 1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია; 2. ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; 3. ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური; 4. სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური; 5. ააიპ - ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი; 6. ააიპ - თბილისის განვითარების ფონდი; 7. შპს „თბილსერვის ჯგუფი“:-ნათქვამია განცხადებაში
Print